|
2016-05-24 17:42:23, 636 ნახვა
პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გამოქვეყნდება
ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებზე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი განიხილეს. ქართულმა მხარემ კომისიის წარმომადგენლებს ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელს რუდოლფ დურს შეხვდა. შეხვედრას ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ესწრებოდა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)