|
2016-05-24 12:26:39, 485 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით განვითარებას. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა DCFTA-ს ეფექტურად განხორციელებისათვის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რომელიც 26 მაისიდან ამოქმედდება. ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა დამატებით შეუწყოს ხელი საქართველოში ეფექტიანი მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას. სექტორულ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით ხაზი გაესვა სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებადა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)