|
2016-05-23 19:18:10, 631 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მხარეებმა შეხვედრისას ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც იმსჯელეს. შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა. „შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. საუბარი შეეხო ასევე უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და ბატონმა ერდორანმა გამოთქვა დიდი იმედი, რომ წელს ეს პროექტიც დასრულდება. განვიხილეთ თანამშრომლობის არაერთი სამომავლო პროექტი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)