|
2016-05-23 13:18:34, 612 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კორცხელის ინციდენტზე: ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდეს
„ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდეს“, - ასე გამოეხმაურა სოფელ კორცხელში,ომხდარ ინციდენტს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. კალაძის განცხადებით, ის რაც გუშინ მოხდა მიუღებელია პირადად მისთვის და „ქართული ოცნებისთვის“. „ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია, ხდება მობილიზება მხარდამჭრების, გამხნევება, ეს რაღაც სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა პირადად ჩემთვის და "ქართული ოცნებისთვის" არის კატეგორიუად მიუღებელი. ასეთი ფაქტები, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, ასეთი ფაქტები ქვეყანაში არ განმეორდეს“,-აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)