|
2016-05-22 19:16:53, 565 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მედიის თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველყოს
„მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას !",-ამის შესახებ შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის თქმით, როგორც რიგით მოქალაქეს მას ძალიან კარგად ახსოვს, რას ნიშნავს,როცა ქვას ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. „ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება,გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნოუბნები და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა!. მინდა აქვე დავამატო პირადად ჩემგან ,როგორც რიგითმა მოქალაქემ,მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადადმე, რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას-არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის" სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარიდემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს,ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!",- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)