23:18 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 17:58:27, 1369 ნახვა

კომენტარი
კვაჭანტირაძე: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე უშიშროების საბჭოს მოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა

ადგილობრივ მოსახლეობასაც რომ ვკითხოთ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო მანამ, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

 „ძალიან სასიხარულოა, რომ იდენტიფიცირებულია ეს დამნაშავე, რომელმაც ასეთი ვერაგი მკვლელობა ჩაიდინა. ეს ჯერ კიდევ კონფლიქტის ზონაა და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს. საუბედუროდ მოხდა ასეთი ცუდი ფაქტი, გარდაიცვალა კარგი ადამიანი, მაგრამ აქედან ისეთი დასკვნების გაკეთება, რომ ხელისუფლება ამასთან მიმართებაში რაიმეს არ აკეთებს სათანადოდ, არის აბსოლუტური სპეკულაცია“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კითხვაზე - არსებობს თუ არა უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საბჭოს ძალიან სერიოზული ვალდებულებები აქვს გაწერილი.

„საბჭოს თავისი გაწერილი, ძალიან სერიოზული ვალდებულებები აქვს. თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ეს მისი პრეროგატივაა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics