|
2016-05-21 16:42:12, 964 ნახვა
სამართალი
იზორია: ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს
მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. იზორია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. "პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობენ, მსგავს შემთხვევებს თითქოსდა ადგილი არ ჰქონია. მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან სამწუხაროდ ათეულობით გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელიც ლეტალური შედეგითაც დასრულდა",- განაცხადა იზორიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების მეტი პრევენციისთვის, პატრულირება კიდევ უფრო გაძლიერდება. „ახლო მომავალში IPRM -ი ჩატარდება გალში, 4-წლიანი პაუზის შემდეგ. გუშინ მე მქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ვთქვი, რომ პირველი მოთხოვნა, რაც ჩვენი მხრიდან დადგება, იქნება სწორედ დაკავშირებული იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია, იქნეს უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი, თუ IPRM , გამოვიყენებთ, რომ ეს მოთხოვნა შესრულდეს",- განაცხადა ლევან იზორიამ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)