|
2016-05-21 12:33:44, 844 ნახვა
სამართალი
N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დამოკიდებულების მქონე პირებისთვის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, N5 დაწესებულებაში პროგრამა „ატლანტისის“ ამოქმდებასთან დაკაშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. როგორც "ექსპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური პროგრამა წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვისაა გათვალისწინებული და მისი მიზანი დამოკიდებულების დაძლევაა. მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. N5 დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა ქუთაისის N2 დაწესებულებაშიც ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარი მსჯავრდებულები, ორივე დაწესებულებაში, სპეციალურ სივრცეში განთავსდნენ. ორივე დაწესებულებაში ,,ატლანტისის’ განყოფილებები სათანადო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ევროსაბჭოს დახმარებით, პროგრამაში ჩართული ფსიქოლოგებისთვის, თერაპიის ინსტრუქტორებისა და დამხმარეებისთვის მეთოდური სახელმძღვალოც შედგა. „ "ატლანტისი“ აპრობირებული პროგრამაა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის დანერგვას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივმა პროგრამამ შეუწყო ხელი, რომლის ფარგლებშიც სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა სპეციალური კურსი გაიარეს და გადამზადდნენ. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე განყოფილება გამოიყო, როგორც მათი განთავსებისთვის, ასევე, სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. უწყების იფნრომაციით, N5 დაწესებულებაში „ატლანტისის“ პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული ჩაერთო. მათი განცხადებით, ისინი სრულად ათვითცნობიერებენ საკუთარ პრობლემას და მზად არიან სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დახმარებით პრობლემა დაძლიონ, შემდეგ კი, დამოკიდებულების მქონე სხვა პირებს აღმოუჩინონ დახმარება. მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენლმა „ატლანტისის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა დადებითად იმოქმედებს როგორც მსჯავრდებულების მომავალზე, ასევე, საზოგადოების უსაფრთხოებაზე. „მოხარული ვარ, რომ „ატლანტისის“ პროგრამა ამოქმედდა და მადლობას ვუხდი ყველა მხარეს, რომელიც ჩართული იყო პროცესში. დაწმუნებული ვარ, ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. „ატლანტისი“ მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ევროკავშირის წარამომადგენელმა, პიტერ დანისმა. პროგრამა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდეა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)