|
2015-02-25 12:36:35, 819 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ველოდებით, რომ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას მოვისმენთ
ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსტიტუციური ვადის ფარგლებში იქნება მიღებული. „შექმნილი ვითარების ანალიზი ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ ბევრი კომპეტენტური პირისგან. ახლა ჩვენ ველით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას. ამ ანალიზში ჩვენ ვხედავთ თუ რა იყო განმაპირობებელი ფაქტორები, დღეს ჩვენ გვაინტერესებს როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვადა ამის გადასაწყვეტად და ამ ვადის ფარგლებში გიპასუხებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)