06:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 11:58:25, 540 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით შეძრწუნებულია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს.

„აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ერთის მხრივ ნათელი მაგალითია იმ განუკითხაობისა რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ რეგიონში და სამშვიდობო ინიციატივების მინიმუმამდე დაყვანისაკენ.

აფხაზეთის მთავრობა გმობს მომხდარ ფაქტს და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება გამოკვლეულ იქნას მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები და დამნაშავენი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“,-ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და უცხადებს მორალურ თანადგომას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics