|
2016-05-19 22:37:32, 707 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქართველ და ებრაელ ერებს შორის არსებულ მტკიცე კავშირს. პრემიერ–მინისტრის თქმით, ორი ერის მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელი მაგალითია თითოეული ქართველისთვის , თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება გაერთიანდეს პოზიტიური, განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების გარშემო და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო. "ჩვენც სწორედ იმავეს ვაკეთებთ. 25 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ, ალბათ,ამ პროცესის დასაწყისში ვართ. წელს აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ჩვენ ვამაყობთ იმ შესანიშნავი შედეგებით, რომლებსაც ამ წლების მანძილზე მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც უდიდეს დახმარებას გვიწევდა ამ პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი. აქედან 700 მეტრის მოშორებით, მშვენიერ ნაძვნარში ებრაელი ექსპერტების დახმარების შედეგად ჩვენ დავაარსეთ პირველი ტექნოპარკი საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელს, როგორც სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს. მოხარული ვარ, რომ ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი ებრაელი მეგობრების ასეთ აქტივობას,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მანვე ქართველი და ებრაელი ერების დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)