|
2016-05-19 15:04:00, 736 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისგან არაადამიანურ მოპყრობაზე, საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე ვმუშაობთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშსს გამოეხმაურა, სადაც სხვა თემებთან ერთად, საუბარია იმაზე, რომ გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა. წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციის მქონე ფაქტებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე, ომბუდსმენთან ერთად მუშაობს. წულუკიანის შეფასებით, უმჯობესია, თუ ბრიტანულ გამოცდილებას გაიზიარებენ, რაც გულისხმობს საგამოძიებო მექანიზმს დევნის ფუნქციების გარეშე, ხოლო თავად მექანიზმზე ზედამხედველობას პროკურატურა განახორციელებს. "ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის ომბუდსმენთან იმაზე, რომ როდესაც და თუ პოლიციელი ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელსაც შეიძლება მიეცეს არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გაგებით, ან შეიძლება ეს არ იყოს პოლიციელი, მაგრამ სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, ან ნებისმიერი სახელწმიფო მოხელე, რომლის ხელშიც მოქალაქეს მიადგება ფიზიკური ზიანი, ასეთ შემთხვევაში ამავე სახელმწიფო მოხელის ხელმძღვანელმა კი არ გამოიძიოს საქმე არამედ შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, მაგრამ ვფიქრობთ, გავიზიაროთ უფრო ბრიტანული გამოცდილება, სადაც ეს იქნება საგამოძიებო მექანიზმი დევნის ფუნქციების გარეშე და საგამოძიებო მექანიზმზე უკვე რეფორმირებულმა პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებელმა პროკურატურამ განახორციელოს ზედამხედველობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია. უჩა ნანუაშვილს შენიშვნები პროკურატურასთანაც აქვს. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატის მიერ წარდგენილი 11 წინანადებიდან მხოლოდ ერთზე მოხდა ბრალის წარდგენა, იმის მიუხედავად რომ მტკიცებულებები სხვა საქმეებშიც იყო. „გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა. გაიზარდა სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებების რაოდენობა. შესაბამისად ჩვენს მიერ პროკურატურაში იყო გაგზავნილი 11 წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 11 კონკრეტული შემთხვევიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება კონკრეტული დამნაშავის მიმართ. ეს იყო ადვოკატის ცემის ფაქტზე წარდგენილი ბრალდება. დანარჩენ შემთხვევებშიც იყო მტკიცებულებები, სამედიცინო ჩანაწერები იყო, ასევე ჩვენებები, სამწუხაროდ არ მოხდა მათი გათვალისწინება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)