|
2016-05-19 14:57:16, 619 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ აქციას შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდეს
„თავისუფალი დემოკრატების“ აქციას, რომელიც შაბათს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გაიმართება, შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდეს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ნაცმოძრაობა“ აქციისადმი სოლიდარულია, თუმცა გამოიხატება თუ არა ეს სოლიდარობა აქციაზე მისვლით, ამას რატიანი არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ეს შაბათს გახდება ცნობილი. დეპუტატის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. „ეს საქმე თავიდანვე დაიწყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გაგახსენებთ ერთ გარემოებას, მაშინ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და გააკეთა განცხადებები, საიდანაც გამოჩნდა რომ არაოფიციალურ პირს ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა. ერთმნიშვნელოვნად ეს ოპერაცია წარმოებულია ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. სამი წლის განმავლობაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა. ამჯერად პოლიტიკური ნიშნით დევნა გამოყენებულია სხვა ოპოზიციურ პარტიაზე, კონკრეტულად კი ირაკლი ალასანიას მიმართ. ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან ისინი რეალურად უდანაშაულოები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, რომ პოლიტპატიმრები გამოიყვანოს ციხიდან, მათ შორის „კაბელების საქმეზე“ დაკავებული პირები. ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს“, - აცხადებს სერგო რატიანი. პარლამენტარის აქვე დასძენს, რომ დაკავებულ პირებსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ „ნაცმოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებს. თუმცა რა ფორმის იქნება სოლიდარობა, ამას რატიანი არ აკონკრეტებს. „ჩვენ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შაბათს დაგეგმილ აქციას სოლიდარობას ვუცხდებთ. სოლიდარობის გამოხატვის როგორი სახე გვექნება, ამას ნახავს საზოგადოება. ამჯერად ფორმას ვერ დაგიკონკრეტებთ. თუმცა ცალსახად სოლიდარულები ვართ მათ მიმართ. შევუერთდებით თუ არა აქციას ეს შაბათს გაირკვევა“, - განუცხადა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, შაბათს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან "თავისუფალი დემოკრატები" აქციას გამართავს. აქცია 14:00 საათზე დაიწყება, რომელსაც შესაძლოა სხვა პარტიებიც შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)