|
2016-05-19 13:32:00, 654 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს არ მიანიჭებენ
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს არ მიანიჭებენ. ამის შესახებ აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე. „ვფიქრობ გადაწყვეტილება, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე და როგორ შეიძლება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ფურცელზე გაჩნდეს, არის სწორი და მართებული მიდგომა, რაც საქართველოს ხელისფულებას აქვს. არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება, არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. MAP-ს საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ, რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და ჩვენ, არის დანარჩენი, ანუ ყველაფერი MAP-ის გარდა“, - განაცხადა აპატურაიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი წევრობისთვის მოსამზადებლად. „წლიური ეროვნული პროგრამა, თითქმის იგივეა, რაც MAP-ი. ადრეც მისაუბრია, გასათვალისწინებელია, რაც რეგიონალური გართულებები შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდიენბა, თუ როდის შეიძლება, საქართველო უკვე ნატო-ს წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია“,- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)