|
2016-05-19 11:11:34, 528 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ბაგა- ბაღების ოთხი დირექტორი გაათავისუფლეს
ბაგა -ბაღების ოთხი დირექტორი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული დირექტორები მერიის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და სასამართლოში საჩივრის შეტანისთვის ემზადებიან. როგორც 36-ე ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ელზა უდესიანმა აღნიშნა, მისი გათავისუფლება იმ მიზეზის გამო მოხდა, რომ ის გია უდესიანის დაა. „არანაირი დანაშაულის კვალი, ისე როგორც ჩემს მიმართ, არც ერთი გათავისუფლებული დირექტორის მიმართ არ იკვეთებოდა. ვრცელდებოდა კულუარული ინფორმაცია ელზა უდესიანზე, რომ ის იყო გია უდესიანის და და სწორედ ამიტომაც ის უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ბატონი თორდინავა გახლავთ ბინძური შემსრულებელი, მე მას ძალიან ბევრ დანაშაულში ვამხელ“, - განაცხადა უდესიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)