|
2016-05-18 21:41:50, 562 ნახვა
პოლიტიკა
იაგლანდი: ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად
ევროპის საბჭო განაგრძობს ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და ასევე მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესასვლელად. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ქ. სოფიაში ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი ანგარიში მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგშია და იგი მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე. გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება და მასში გამახვილებულია ყურადღება რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე გადაწყვეტილება "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" 2016 წლის 4 მაისს მიიღეს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)