|
2015-02-25 10:34:54, 862 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა
"რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიევში ვიზიტის დროს, უკრაინულ ონლაინგამოცემა день-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა. ჩვენ გვაქვს პოზიტიური წინსვლა კულტურისა და ვაჭრობის მიმართულებით, მეორე მხრივ კი, არის ნეგატიური ფაქტი, 2014 წლის ბოლოს რუსეთის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან. რაციონალური პოლიტიკის ინტენსიური წარმოებით საქართველო აჩვენებს მსოფლიოს, რომ მისი კეთილმეზობლური ურთერთობა მიმართულია პრობლემების არა საომარი, არამედ დიპლომატიური გადაჭრისკენ. ყველა ხედავს, რომ ჩვენ რაციონალურად ვმოქმედებთ, ხოლო რუსული მხარის პასუხები ამის ფონზე არის უფრო აგრესიული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, მარგველაშვილს კითხვა სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებაც დაუსვეს. გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ გააფუჭებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)