03:52 - 10 May, 2026
|
2016-05-18 11:20:05, 571 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდისა და ცაიშის მეუფის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა
ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს მეხანძრეები სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის სხვენი, ხანძარი სავარაუდოდ, სწორედ აქ გაჩნდა. მისი გამოწვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ერთ-ერთ ვერსიად ელექტროსადენები სახელდება. რეზიდენციიდან ხატების და სიწმინდეების გამოტანა დროულად მოხერხდა, ხანძარი არ გადადებია გვერდით მდებარე სხვა შენობებს. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)