|
2016-05-17 14:57:45, 568 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თბილისის მერმა "ნაციონალური მოძრაობა" „მანკიერი პრაქტიკის“ შემოღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწესდა. „ჩვენ ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენს მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან“,-განაცხადა თბილისის მერმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)