|
2016-05-17 14:24:48, 524 ნახვა
საზოგადოება
"ის რაც ხდება ქალაქის განვითარებისთვის დამაზიანებელია“, - აქცია თბილისის საკრებულოსთან
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიებზე შენდება და აპირებენ აშენებას ისეთი ნაგებობების, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურება, რაც საზოგადოებისთვის დანაკარგია,- ამის შესაახებ „პარტიზანული მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა ბაქრაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, საზოგადოებას ქალაქის განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას არ აძლევენ. "ქალაქის განვითარებისთვის, ის რაც ხდება არის დამაზიანებელი და არ შედის მოქალაქეების ინტერესებში. ქალაქის განვითარებას და მოქალაქეების სურვილებს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, სწორედ ამაზე უნდა აეწყოს ყველა ინვესტორების საქმიანობა", - განაცხადა ბაქრაძემ. ბაქრაძის თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის პროცესი ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის უნდა იყოს სასარგებლო და არა საზიანო. მისივე განმარტებით, მშენებლობა ინვესტორის ანგარებაზე არ უნდა იყოს აწყობილი. "ქალაქისთვის მშენებელობა კარგი უნდა გამოვიდეს, რაც ამ პირობებში შესაძლებელი არა არის, რადგან პროცესი ცალმხრივათ ინვესტორის ანგარებაზე არის აწყობილი და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ", - განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ისევ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ, აქცია ბანერებთ „არა პანორამას“ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)