03:51 - 10 May, 2026
|
2016-05-17 13:05:46, 547 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 9 მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა
ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 9 მისამართზე უკვე მოეწყო გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი, მათ შორის, ჩეჩელაშვილის N1, ართვინის შესახვევში N6-სა და მნათობის N44 -ში. დასრულებულია, აგრეთვე, სარკინიგზო ხაზის ქვეშ არსებულ მეწყერსაშიშ ფერდობზე გრუნტის დამჭერი კედლის რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს დღეებში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა დასრულდება მამარდაშვილის N21-ში, თეთნულდის N21-სა და დოქის ქუჩაზე. აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 467 000 ლარით დააფინანსა. მთლიანობაში, 2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)