02:36 - 10 May, 2026
|
2016-05-17 09:00:10, 563 ნახვა
საზოგადოება
მაშველები მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მძღოლს ეძებენ
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ მაშველები მდინარეში გადავარდნილ მანქანას ეძებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" 112-ში განუცხადეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 2 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მაშველების ინფორმაციით, მათ მუშაობას დაბალი მხედველობა და მდინარის სწრაფი დინება უშლის ხელს. 112-ის ინფორმაციით, ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)