08:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 10:44:40, 682 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია ე.წ კაბელების საქმეზე: ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი,- ამის შესახებ „თავისუფალი დედმოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სამქეებში აქტიურად არიან ჩართული, რაც დღესაც გამოჩნდა.

„მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან“, - აღნიშნა იარაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი.

გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics