|
2015-02-24 16:20:41, 884 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 25 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, სხდომის თემაა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 26 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავა. პრემიერი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან. „სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო დაგეგმილ რეჟიმში აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)