|
2016-05-14 12:47:29, 673 ნახვა
პოლიტიკა
კახიანი: მიღებული კანონი პრეზიდენტს, შესაძლოა, დღესვე გადაეგზავნოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ვეტოს დაძლევის პროცედურებს განმარტავს. კახიანის თქმით, მიღებული კანონი პრეზიდენტს შესაძლოა დღესვე გადაეგზავნოს. გიორგი მარგველაშვილს კანონისთვის ხელის მოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს, ან შესაძლოა ვეტო დაადოს. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუატატის მხარდაჭერაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მოიღო. კანონპროექტის მიღებას წინ რამდენიმე დღიანი ცხარე განხილვა უძღოდა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ და პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)