|
2016-05-14 09:41:21, 666 ნახვა
პოლიტიკა
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დღეს ყრილობას გამართავს
კოალიცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დღეს რიგით IV ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს. „ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირკაშვილს ავირჩევთ, რომლის ლიდერობით, ჩვენი პარტია კიდევ უფრო დიდ შედეგებს და პროგრესს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყრილობაზე მიწვეული არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური. “ ყრილობაზე იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, პარტიული სტრუქტურებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენი დეპუტაცია, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები; მოწვეულნი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - “კონსერვატორები”, "მრეწველები" და “რესპუბლიკური პარტია”; საპატიო სტუმარი იქნება ბიძინა ივანიშვილი; მოსაწვევი მიიღო ჩვენმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა”, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტიულ ყრილობაზე ”ქართულმა ოცნებამ” დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიწვევას, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა ზეპარტიულია და პარტიულ ღონისძიებაზე მისი მიწვევა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. მისივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყრილობას სპორტის სასახლეში 9 ათასი ადამიანი დაესწრება. პარტიის ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)