|
2016-05-13 17:47:35, 651 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია თუ რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა
„სოციოლოგიური კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია იმის, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა" და პაატა ბურჭულაძეს შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ყურადღება გაამახვილმა იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც კვლევებს NDI-ისა და IRI-ის დაკვეთით ახორციელებენ. „აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სოციოლოგიურ კვლევებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ნაციონალურ მოძრაობასა" და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კავშირებზე. ერთი მხრივ, დაიდო NDI-ის დაკვეთით IRI-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში არის, თურმე, ბატონი დავით ბაქრაძე, ხოლო, ამის შემდეგ კვლევას დებს უკვე IPM-ი და აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი არის პაატა ბურჭულაძე. ორივე შემთხვევაში ქართულ კომპანიებზეა საუბარი. ამასაც ხაზს გავუსვამ",- აღნიშნაირაკლი კობახიძემ. ამასთან, მისივე განცხადებით, აქ იკვეთება კიდევ ერთხელ ის დღის წესრიგი, რომლითაც შემოდის „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პროცესში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)