|
2016-05-13 16:49:30, 495 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ფერმერებთან, რათა ისინი საკუთარი აგრარული საქმიანობის დაზღვევის აუცილებლობაში დაარწმუნონ. „მოგეხსენებათ, აგროდაზღვევის პროექტი სიახლეა, სულ ორი წელია რაც დავიწყეთ. 2016 წლისთვის გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები თანადაფინანსების ნაწილში. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არის უკვე სტანდარტული, ტრადიცია, შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან სეზონის დაწყების წინ ვაჯერებთ მოსაზრებებს, გავდივართ კონსულტაციებს. შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად მიღებული ზარალის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით, ჩვენი თანამშრომლობის ფორმატში, არ ყოფილა რაიმე ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ვერ შევძელით ერთიანი ხედვით. ჩვენთვის მთავარია იყოს მაქსიმალური მზადყოფნა იმისთვის, რომ პროექტის ბენეფიციარებმა, აგრარულ სფეროში დასაქმებულებმა სარგებელი მიიღონ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა (ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი) ჩართული. პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა. ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე 97 პოლისია გაცემული, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო 100,000 ლარზე მეტი ოდენობის სადაზღვევო პრემიას აფინანსებს. 2016 წელს პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფერმერს შეუძლია 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს, თითოეული დამზღვევი 60%-ის ნაცვლად 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე -40%-ის ნაცვლად, 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას, თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება. წელს აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან, 10 მილიონ ლარს შეადგენს. სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია პროგრამაში ჩართულ 5 სადაზღვევო კომპანიაში: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი. 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 28,690 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა, ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი, ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება, 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს რეგიონებში, მათ შორის მეტი ინტენსივობით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო-ქართლში და მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)