|
2016-05-13 11:02:13, 690 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ვენური დაავადებების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
თბილისში ვენური დაავადებების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (თბილისი, ვარდების მოედანი #1), 17:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მას ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად, კონფერენციას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საფრანგეთის ელჩი საქართველოში. ძირითადი მომხსენებელი იქნება პროფესორი ენტონი კომეროტა, ამერიკული ვენური ფორუმის გაიდლაინის თანაავტორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ამერიკის 5 გზის საუკეთესო ექიმი. პირველად საქართველოში, მოხდება ქვემო კიდურების ვენური დაავადების მკურნალობის ეროვნული გაიდლაინის წარდგენა, რომელსაც სისხლძარღვთა ასოციაციის პრეზიდენტი – პროფ. მამუკა ბოკუჩავა წარადგენს და ეს რეკომენდაციები გადაეცემა ყველა მონაწილეს. ღონისძიება ეძღვნება ქვდ-ის გავრცელებისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტებს. ქრონიკული ვენური დაავადება ვლინდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: ქვემო კიდურებში დაღლილობის, ტკივილის, დისკომფორტისა და შეშუპების შეგრძნება. აღსანიშნავია რომ მოსახლეობის 70%-ს ქრონიკული ვენური დაავადების სხვადასხვა ფორმა აწუხებს და საჭირობს დროულ და ადექვატურ მკურნალობას, რათა არ მოხდეს დაავადების პროგრესირება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გაიდლაინსა და რეკომენდაციებში, ისევე როგორც ქართულ ეროვნულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნულია ფრანგული ფლებოტროპული პრეპარატი დეტრალექსი 1000 მილიგრამის გამოყენების დიდი მნიშვნელობა ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)