11:47 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 22:40:23, 880 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს

"უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს" - ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის განცხადებით, მოქმედი კანონით და მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ ხდება უსაფრთხოების ოფიცრების გამწესება.

,,უნივერსიტეტებში არანარი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყო, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა. კანონის მიღებიდან ოდეერების სამსახური გაუქმდა ავტომატურად. მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა. ჩვენი რეკომენდაციით ეს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თემაზეც მინდოდა მე საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან. 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტია დანიშნული, ჩვენი ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი. ეს არ წყდება ერთპიროვნულად. ადრე წყდებოდა მინისტრის ბრძანებით, ახლა ჩემი ბრძანებით არ გადაწყდება, თუ ორმხრივი მოლაპარაკება და თანხმობა არ იქნება ჩვენი სამსახურის და იმ სუბიექტის მხრიდან, იქნება ეს სამინისტრო თუ რომელიმე სტრუქტურა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics