07:55 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 15:04:25, 610 ნახვა

პოლიტიკა
ლონდონის 2016 წლის ანტოკორუფციული სამიტი გაიხსნა

მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ - ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 40 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობს, რომელთა შორის იმყოფებიან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და სხვები.

მათივე ცნობით, სამიტის ერთ-ერთი თემატური პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით მიმართავს. სამიტზე იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

სამიტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics