|
2016-05-12 14:59:41, 491 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: დიდი ალბათობით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოა მოსალოდნელი
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხზე იმსჯელეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ ვენეციის კომისიაში პროექტი მეორე მოსმენით განხილვამდე გადააგზავნონ. უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიაში პროექტის პირვანდელი ვერსიის გაგზავნას აზრი არ ჰქონდა და უმჯობესია, უკვე შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც დააფიქსირა. მისი თქმით, ვენეციის კომისიისთვის ტექსტის გაგზავნას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ვადებთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. უსუფაშვილმა მხარეების პოზიციები განიხილა და პროცესში ჩართულ ყველა პირს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სთხოვა: "პარლამენტი იხილავს ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტს მნიშვნელოვან საკითხზე. უნდა განვაგრძოთ პროცესი ყველაფერის გათვალისწინებით. იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს საკითხი ევროსაბჭოს მონიტორების ყურადღების ქვეშაცაა და ძალიან ბევრი მონიტორის ყურადღების ქვეშაა. დადებითი შეფასება იქნება, თუ უარყოფითი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება წინაასაარჩევნოდ ამინდის შესაქმნელად ქვეყნის თაობაზე და მიმდინარე პროცესების თაობაზე. ეს ყველას კარგად ესმის. როდესაც ვადარებ ტექსტს, რა არის დღეს და რა იყო შემოსული და რამდენი მნიშვნელოვანი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, მე ვხედავ განწყობას ინიციატორების, რომ მართლაც მაქსიმალურად გაიზიარონ შენიშვნები და დაიხვეწოს ტექსტი. მე ვხედავ იმ ადამიანების ძალიან დიდ შრომას, რომლებმაც სწორედ ამ დახვეწისკენ და ფორმულირებების შეჯერებისკენ გადადგეს ნაბიჯები. ამიტომ, მინდა, რომ გავუფრთხილდეთ უკვე ჩვენს მიერ გაწეულ შრომას-პოლიტიკურსაც, პროფესიონალურსაც, პიარულსაც და ყველანაირს. მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც სასამართლოსაც წაადგება და ქვეყანასაც. ამიტომ, ვენეციის კომისიისთვის ტექსტის გაგზავნას ალტერნატივა არ აქვს, ეს აუცილებლად უნდა გაიგზავნოს. ის მოსაზრება, რომ უკვე ბოლომდე შეჯერებული გაიგზავნოს, ეს სწორია, მაგრამ მოდი ნურც იმ ლოგიკას უარვყოფთ ხელაღებით, რომ ვენეციის კომისია სწორედ პროექტებს იხილავს ხოლმე, პროექტი სწორედ არის შეჯერებული აზრი და იმ პროექტში მათი მოსაზრებების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი, თორემ მათ მოსწონთ, არ მოსწონთ, ეს ხომ არაა თემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ვითარებასთან, როდესაც პროექტმა შემოსული სახიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პირველი ვერსია, რომ ყოფილიყო გაგზავნილი ვენეციაში და მასზე მოსულიყო დასკვნა, ეს იქნებოდა სრულიად აცდენილი იმ რეალობასთან, რაც ახლაა. ესეც სიმართლეა, მაგრამ პერსონალურად ჩემი პოზიციაა, რომ თუ ინიციატორები მოითხოვენ, როკ საკითხი განხილული იქნას და თუ ის საკითხები, რაზეც მსჯელობა იყო, გათვალისწინებულია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ პროექტს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კანონშემოქმედებით პროცესში სხვა მოთამაშეებიც არიან. პრეზიდენტის წარმომადგენელი გვესწრებოდა კომიტეტზე და გამოხატა თავისი პოზიცია. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი სხვა საკითხებზე და ამ თემაზეც გარკვეული განწყობა მათ არ დაუმალავთ. დიდი ალბათობით, ვეტოც მოსალოდნელია ამ კანონპროექტზე. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა შევხედოთ ვითარებას. მესამე მოსმენით კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღება როგორც ჩანს, დიდი ალბათობით არ არის კანონპროექტის საბოლოოო დასრულება პარლამენტის კედლებში. ამასობაში, ვენეციაში გასაგზავნია ტექსტი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვინც ამ პროცესში ჩართულია, ვთხოვ მიიღოს გადაწყვეტილებები. დღეს იქნას განხილული ეს საკითხი. დაჩქარებული წესით იხილებაო, ვერ ვიტყვით ამ პროექტთან დკვშირებით",- განაცხადა უსუფაშვილმა. "საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს, ვეტო ვეტოსთვის?",-აღნიშნა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)