|
2016-05-12 12:58:42, 659 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება ბესელიასა და თაქთაქიშვილს შორის-კომიტეტის სხდომა ჩაიშალა (ვიდეო)
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშივილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშსს წარადგენდა, ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ანა ნაცვლიშვილი ამა თუ იმ საქმისთვის კონკრეტული მოსამართლის დახვედრებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საუბრობდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში მომხდარი მსგავსი ფაქტები გაიხსენა, რამაც უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გააღიზიანა: "კონკრეტული საქმისთვის კონკრეტული მოსამართლის მორგებაზე მე ვიხსენებდი, ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლე გადმოიყვანეს თბილისში, ის მოსამართლე იხილავდა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, ახალაიას საქმეზე. ასეთი შემთხვევები იყო. უნდა დავაკვირდეთ ტენდენციას", - აღნიშნა ბესელიამ და ჩიორა თაქთაქიშვილს, რომელიც საუბარში ჩაერთო, რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა. "ასე არ გამოვა", - უპასუხა თაქთაქიშვილმა. "როგორ გამოვა, ქალბატონო ჩიორა. რატომ აგაღელვათ ასე ამან, წარსული ხომ არ გაგახსენათ? გამორთეთ მიკროფონი". სასამართლო კაირა, ყველაფერი ხელთ გეპყრათ და აკონტროლებდით ყველა მოსამართლეს, ამ თემაზე ხმას ნუ იღებთ. თქვენ ნუ ლაპარაკობთ დეპოლიტიზირებაზე. გამოურთეთ მიკროფონი, თუ არ გამორთავს, გაბრძანდება სხდომიდან",-აღნიშნა ბესელიამ. "ამის თაობაზე თქვენი საკუთარი გუნდის წევრებს მიუთითეთ",-მიუგო თაქთაქიშვილმა. "მე არ მოგცემთ უფლებას, აქ მიტინგი ჩაატროთ.გაიყვანეთ თუ შეიძლება ქალბატონი ჩიორა სხდომათა დარბაზიდან",-მიუთითა ბესელიამ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს. "როგორ გამიყვანენ იმასაც ვნახავთ",-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა და სხდომა არ დატოვა. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულის თაობაზე პასუხისმგებლობა ჩიორა თაქთაქიშვილს დააკისრა: "სხდომას შევწყვეტ ქალბატონი ჩიორას მიზეზით. სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ გვაძლევს ქალბატონი ჩიორა, ეს არ არის მიტინგი.ვწყვეტთ სხდომას. ცალკე გავაგრძელებთ ქალბატონ ანასთან საუბარს.დავასრულე ამით სხდომა. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შლით სხდომას. ელემენტარული ეთიკა უნდა დაიცვათ. არ ვაპირებ ამ არანორმალურ ვითარებაში გავაგრძელო ეს სხდომა",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)