|
2016-05-12 12:40:17, 595 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბის" წევრებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის'' მედიაციის სახლში, პროექტ - „გოგონათა კლუბის" კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან. გოგონათა კლუბის ტრენინგი - "თვითგამორკვევა და ცხოვრებისუელი მიზნების მიღწევა" - 28 მარტს დაიწყო. სრულად ტრენინგი გაიარა 10-მა გოგონამ, რომლებიც თბილისის ნაძალადევის რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ტრენინგის ძირითადი სამუშაო თემები იყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მნიშვნელოვნების დანახვა, პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების გამორკვევაში დახმარება. ცნობისთვის, პროექტი „გოგონათა კლუბი" მეორე წელია მედიაციის სახლში მიმდინარეობს, რომელშიც ეტაპობრივად სხვადასხვა სკოლის ასამდე მოსწავლე ჩაერთო. თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომ, პროგრამა კვლავ გრძელდება და საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს. პროექტი თბილისის გარდა განხორციელდა გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და კახეთის რეგიონებშიც.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)