|
2016-05-11 18:03:30, 641 ნახვა
პოლიტიკა
გარდაიქმნება თუ არა პაატა ბურჭულაძის ფონდი პოლიტიკურ პარტიად, მაისის ბოლომდე გაირკვევა
გარდაიქმნება თუ არა პოლიტიკურ პარტიად პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების“ ფონდი ეს საკითხი მაქსიმუმ მაისის ბოლომდე გაირკვევა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ განუცხადა. იგი აქვე დასძენს, საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოთხოვნილებაა. გიორგი რუხაძის განცხადებით, ოფისში პაატა ბურჭულაძესა და ფონდის სხვა ლიდერებს შორის კონსულტაციები დღესაც გაიმართება. „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ კარი ღიაა ყველასთვის, ვინც არის პატრიოტი და თავის საქმის პროფესიონალი. მიუხედავად იმისა რა პარტიული კუთვნილება აქვს დღეს ან წარსულში. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას ჩვენიანებად და სხვისიანებად. ჩვენ არ ვიზიარებთ შეფასებას, რომ ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვართ და არა - პოლიტიკური. თუმცა ფონდის მომავალთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ახლაც მივდივარ ოფისში, სადაც ბატონ პაატასთან და ფონდის სხვა ლიდერებთან გავმართავ კონსულტაციებს იმაზე თუ რა იქნება მომავალში“, - აცხადებს გიორგი რუხაძე. მისი თქმით, კონსულტაციების მთავარი თემაა, გარდაიქმნება თუ არა ფონდი პოლიტიკურ ორგანიზაციად. იგი ვერ ასახელებს თარიღს, როდის გადაწყდება ეს საკითხი, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ამ თემაზე. ინტენსიურად ვატარებთ შეხვედრებს რეგიონებში ჩვენს მოსახლეობასთან. პრაქტიკულად ყველგან ჩანს, რომ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი დააკვეთაა იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა და ახალი ლიდერები. თარირებზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა ეს იყო ორ დღეში, შესაძლოა - ათ დღეში. რაც დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ ისაა, რომ ეს ყველაფერი მაისს არ გადასცილდება. როგორც კი გადწყვეტილება იქნება მიღებული პირველ რიგში თქვენ - მედიას გაცნობებთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გიორგი რუხაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)