|
2016-05-11 16:07:17, 614 ნახვა
საზოგადოება
კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკა-გამოვლენის მიზნით, თბილისში უფასო გამოკვლევები ჩატარდება
კანის კიბოს და მელანომის დიაგნოსტიკისა და ადრეული გამოვლენის მიზნით, პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2016-ის“ ფარგლებში, 14-15 მაისს, თბილისში მოსახლეობის უფასო გამოკვლევა ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის გამოსავლენად და დროული მკურნალობის დასაწყებად, კამპანია „ევრომელანომა“ საქართველოში მეხუთედ ტარდება და წელს მისი ლოზუნგია „მზე ყველგან ასხივებს და არა მხოლოდ სანაპიროზე!“. სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. გამოკვლევებს ჩაატარებენ დერმატოლოგები, ონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58. „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტის, „ევრომელანომას“ ნაციონალური წარმომადგენლის, ექიმ-დერმატოლოგ, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, კამპანიის მიზანია ყურადღების გამახვილება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რადგან, მისივე განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მზის სხივებისგან თავს არ იცავს. დერმატოლოგების განცხადებით, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის. საქართველო პანევროპულ კამპანიას „ევრომელანომა“ 2012 წელს შეუერთდა და წლების განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში 4000-მდე მოქალაქე გაისინჯა. გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო და ჩატარდა უფასო ოპერაციები. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია „ევრომელანომა 2016-ის“ მხარდამჭერია და დედაქალაქის მოსახლეობას დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კანის კიბოს შემჩნევა შესაძლებელია და დროული აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)