07:46 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 15:09:51, 702 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვიღაცებს, ეტყობა, ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ

„ვიღაცებს ეტყობა ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევა, - ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერს არ დაუკონრეტებია, თუ ვის გულისხმობდა, თუმცა, სავარაუდოდ, ის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობდა.

კვირიკაშვილი გადაწყვეტილების მიღების უნართან დაკავშირებით ბრალდებებს უაზროს უწოდებს.

„აბსოლუტურად უაზრო ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უნარის თაობაზე, მინდა ვთქვა, რომ ვიღაცას ეტყობა ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევა. საქართველოს მთავრობას არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია. ამის ცხადი მაგალითია დღევანდელი დღე, ასევე ის, რომ ეკონომიკური დაღმავლობა, რომელიც ჩვენს გარშემო ზოგიერთ ქვეყანაშია, არ იქნა ასახული საქართველოს ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური გზით ვითარდება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics