|
2015-02-24 11:48:56, 986 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა კომიტეტის თავჯდომარეობის პოსტის დატოვების შესახებ ბიუროს უნდა მიმართონ
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარეობის პოსტის დატოვების შესახებ ბიუროს ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი კახიანმა განუმარტა, ბიურო ამ ინფორმაციას პარლამენტს პლენარულ სხდომაზე მიაწვდის. ამის შემდეგ კი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები კომიტეტების თავჯდომარის პოსტებს ოფიციალურად დატოვებენ. „კომიტეტის თავჯდომარეებმა გადადგომის თაობაზე ზეპირი განცხადება გააკეთეს, თუმცა, პროცედურულად მათ განცხადებით უნდა მიმართონ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ ბიურო ამ ინფორმაციას მიაწვდის პარლამენტს პლენარულ სხდომაზე და ამ მომენტიდან უკვე ითვლება, რომ ისინი პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარეობიდან გადამდგარები არიან. ისინი სავარაუდოდ შემდეგ ბიუროზე განცხადებებს უკვე წარმოადგენენ“, – აღნიშნა კახიანმა. მისივე თქმით, კომიტეტების ახალი თავჯდომარეების საკითხი სავარაუდოდ 2 კვირის განმავლობაში განიხილება. ცნობისთვის, თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები თავისი სურვილით დატოვეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ, ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)