11:47 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 11:10:38, 846 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას ითხოვს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას ითხოვს.

როგორც ომბუდსმენის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე N7 დაწესებულება გაეუქმებინა.

„სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების სრული ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მსჯავრდებულების შესაბამისი რისკის დაწესებულებებში გადანაწილება, ასევე იგეგმება N7 დაწესებულების სრულყოფილი რეაბილიტაცია და დაწესებულების პირველი სართულის სრული გაუქმება, ამასთან დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტის მნიშვნელოვნად შემცირება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში N7 დაწესებულებიდან უკვე განხორციელდა N6 დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულის გადაყვანა.

დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მისი თავდაპირველი დანიშნულების (აშენდა როგორც საგამოძიებო იზოლატორი) გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მოხდება დაწესებულების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა შეესაბამოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანდარტებს. ასე, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics