|
2016-05-11 10:48:30, 597 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეების აზრით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვითარდება და უკეთესობისკენ იცვლება
კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვითარდება და იცვლება უკეთესობისკენ, მიაჩნია რესპონდენტთა 69 პროცენტს. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს განვითარებით კმაყოფილია გამოკითხულთა უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ უწყება უკეთესობისკენ იცვლება. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბიუროში რამდენიმე სერიოზული ცვლილება განხორციელდა. მათ შორის: განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია - აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე ბიზნეს პროცესები დაიყო სამ მიმართულებად, მიმდინარე წარმოების, წარმოების ხარისხობრივი კონტროლისა და განვითარების მიმართულებებად. აღნიშნული ცვლილება ორიენტირებული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების რეგულარული გადაწყვეტის დანერგვაზე. მოხდა აღსრულების პოლიციის გადახალისება და კვალიფიკაციის ამაღლება. გაიზარდა აღმასრულებლების რაოდენობა და მოხდა მათი დატრენინგება, რამაც გაზარდა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ასევე, ბიუროს მიერ დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია. წარმატებით ხორციელდება ,,პრევენციული კომუნიკაციის პროექტი“, რომლის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ტარდება ტრენინგები ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ხოლო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ბიუროში ტარდება ლექცია-სემინარების ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ. კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)