|
2016-05-10 17:36:48, 631 ნახვა
პოლიტიკა
ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივის განხილვას კამათი მოჰყვა
ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვასსაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა. პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". უმცირესობის წევრმი ირმა ნადირაშვილი შეეცადა, სქემის სახით წარმოედგინა, თუ რა ტიპის საქმეების გამოძიება შეიძლება მოხდეს ამ კომიტეტში: „გაგაცნობთ, მაგალითად რა ტიპის საქმეების გამოძიება შეიძლება მოხდეს ამ კომიტეტში. ვიცით, როგორი ვითარებაა დღეს კულტურის სამინისტროში და როგორ ხდება სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილება კულტურის მინისტრის, მისი მოადგილეების, სსიპების თავმჯდომარეების, ფონდის ხელმძღვანელების ჯიბეებში. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ ხელშეკრულებებით ტენდერის გვერდის ავლით, ბიუჯეტიდან იღებენ ამ შემოსავლებს.კარგად რომ დარწმუნდეთ, მოგიმზადეთ ეს პრეზენტაცია“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ნადირაშვილს სთხოვა, უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით ესაუბრა: „ბევრჯერ გაქვტთ ნათქვამი, გასაგებია თქვენი პოზიცია, პროექტთან დაკავშირებით ისაუბრეთ. კომიტეტი თუ შეიქმნა, რა უნდა გამოიძიოთ, აქეთკენ მიდიხართ. ახალს არაფერს ამბობთ“,-აღნიშნა კახიანმა. „ძალიან მარტივია, არსებობს არგუმენტი, რომ არსებობს სისტემური კორუფცია, სისტემური კორუფცია რომ არ იყოს და იყოს ნათელი ყველაფერი, ამიტომ იქმნება კომიტეტი“,-განმარტა სერგო რატიანმა. „არ გეშველებათ არაფერი ბატონო, სერგო, არ გეშველებათ. თქვენი მხრიდან სისტემურ კორუფციაზე ლაპარაკს არავინ იჯერებს. თქვენზე ნერვები როგორ უნდა მოიშალოს ნორმალურმა ადამიანმა, ატრიალეთ არღანივით ერთი და იგივე“,-მიუგო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა. „სისტემური კორუფციაა, შიდა ეზოდ რომ გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბარი“,-უპასუხა რატიანმა. ამის შემდეგ კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვა გაგრძელდა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)