|
2016-05-10 16:19:19, 584 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეების შეფასებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გამჭვირვალე გახდა
კომპანია IPM-ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 64 პროცენტის აზრით, ბიუროს სერვისები მეტად ხელმისაწვდომი, ხოლო საქმისწარმოება უფრო გამჭვირვალე გახდა. კრედიტორები და მოვალეები, რომელთაც ადრე შეხება ჰქონიათ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, თვლიან, რომ მომსახურების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია დადებითად შეიცვალა, მათ შორის დასახელდა მომსახურების პროცედურების გამარტივება, მოქალაქეებთან ურთიერთობის დახვეწა და პროცედურების გამჭვირვალობა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, დასახელდეს, რომ მხარეებს 2014 წლიდან აქვთ შესაძლებლობა სააღსრულებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში თავად ადევნონ თვალყური საკუთარი საქმეების მსვლელობას. ასევე, დაიხვეწა და უფრო აქტიური გახდა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური. სერვისის ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის გამო, მისი გამოყენება 2013 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ. კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)