|
2016-05-10 13:06:00, 580 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი მეჭიაურზე: მაინტერესებს, ამ დაუოკებელ კაცს ვინმე გააჩერებს? პარტიას დაღუპავს
„მაინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა? თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი, ადამიანია. პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებებს. ბერძენიშვილის შეფასებით, თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისევ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ თავს ღუპავს. „მაინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა? თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი ადამიანია, რომელთა შორის დიდი განსხავავებაა. ისტორიის მანძილზე, პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს, ეს არ მკითხოთ და არ მითხრათ, რომ ნატოში მის ბიოგრაფიას სწავლობენ. ის საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატოში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ. მისი პირობები სასაცილოა. საერთოდ, ის იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს. მან ამერიკასა და ბრიტანეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ეს ქვეყნები გვეხმარებიან და მათ ტექნიკა ჩამოიტანეს. ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა ამერიკისა და ბრიტანეთის პარტნიორობა, მეჭიაურის გვირჩევნია. რაში მადარდებს, მეჭიაური სიაში იქნება თუ არა?ის იმ პარტიას დაღუპავს, ისევე როგორც თავს იღუპავს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ ის პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი თანამდებობებს „რესპუბლიკელი“ მინისტრები დატოვებენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)