|
2016-05-10 12:52:58, 717 ნახვა
პოლიტიკა
იან ჰამაჩეკი ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ახლა ჩვენი ჯერია, დაპირება შევასრულოთ
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის იან ჰამაჩეკის განცხადებით, მისი ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ჩეხეთი მეგობარი ქვეყნები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ. მისივე თქმით, როცა ჩეხეთში დაბრუნდება არა მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკას, არამედ სხვა პარლამენტებიდან კოლეგებსაც მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს, ვინაიდან მისივე შეფასებით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა: „ ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ კვირაში ჩამოვედით, როდესაც თქვენ ევროპის დღეებს აღნიშნავთ. ვფიქრობ, გადამწყვეტია, რომ ევროპამ და ევროკავშირმა დაპირებები შეასრულოს. ჩვენ დავპირდით საქართველოს უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროკავშირის ქვეყნებში და ცხადია, ვთხოვეთ საქართველოს, გარკვეული კრიტერიუმები შეესრულებინა. თქვენმა ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ახლა ჩვენი ჯერია, შევასრულოთ დაპირება. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ როცა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდებით, მოვუწოდებ არა მხოლოდ ჩეხეთის ხელისუფლებას, არამედ ჩემს კოლეგებს სხვა პარლამენტებიდან და განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან და ევროსაბჭოდან, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება, სწრაფად გადაწყდეს. ვერ ვხედავ ვერცერთ მიზეზს, რატომ შეიძლება გადაიდოს საქართველოს საკითხი. თქვენ შეასრულეთ საშინაო დავალება და ახლა ჩვენი დროა შევასრულოთ დანაპირები. მე მხარს ვუჭერ თქვენს მისწრაფებას ნატოსკენ. იცით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა თქვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ნატოს სამიტიდან საქართველო მნიშვნელოვან პასუხს მიიღებს“,- განაცხადა იან ჰამაჩეკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)