|
2016-05-10 12:27:56, 573 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: მგონია, რომ ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში პრემიერ-მინისტრიც არ არის დარწმუნებული
ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მთლად დარწმუნებული არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეჭიაურის თქმით, საჭიროა, ნატო-ში შესვლის საკითხზე კიდევ ერთხელ ჩატარდეს რეფერენდუმი. „პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, პატივს ვცემ მის ხედვებსაც, უდაოდ გონიერი კაცია, მაგრამ მგონია, მთლად დარწმუნებული ისიც არ არის, რომ საგარეო კურსი სწორია”, - განაცხადა თამაზ მეჭიაუარმა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, რათა აიძულოს ნატო, საქართველო თავის რიგებში პრობლემებთან ერთად მიიღოს. "მაშინ რატომ არის ჩემი ხედვა აცდენილი მთავრობის კურსთან", - აღნიშნა მეჭიაურმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადებები არის აცილებული იმ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)