|
2016-05-09 15:06:29, 587 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: პოზიცია, რომ საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის, არასოდეს გაჟღერებულა
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის, არ გაჟღერებულა და ვერც გაჟღერდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. სესიაშვილის მტკიცებით, ხსენებულიპირობა, რომელიც მიუღებელია როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე ნატო-სთვის, დისკუსიას არ ექვემდებარება: "სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს ასეთი პოზიცია არ გაჟღერებულა, და ვერც გაჟღერდება. ვერ ნახავთ თქვენ იმედი მაქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღევანდელში, თუ მომავალში ვერც ერთ იმ ძალას, რომელიც ასეთ პოზიციას მხარს დაუჭერდა. ასე რომ, ეს არის საკითხი, რომელიც მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ისე ნატოსთვის, დისკუსიას არ ექვემდებარება", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. კერძოდ, მეჭიაურის განმარტებით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის. კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ „ამას ყველა ამბობს“.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)