|
2016-05-09 14:57:03, 628 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ერთობლივი წვრთნები საქართველოს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით წვრთნების გამართვა მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ზრდისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ერთობლივი წვრთნები დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია. „ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. დღეს გვაქვს ახალი ეტაპი დასაწყები, რათა საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ეს წვრთნები, რომელიც იწყება საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და საქართველოს მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე. ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე, ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება იმ წვრთნებს, რომელიც ქვეყანაში ტარდება და აცხადებს, რომ ამაში პროვოკაციული არაფერია. "ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ეს არის ნათელი გამოხატულება საქართველოს და დასავლეთის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანამშრომლობისა. ვფიქრობ, რომ აქ პროვოკაციის ნასახი არ არის. გაცილებით უფრო მეტი პროვოკაციული ელემენტია იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც იწერება რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)