|
2015-02-23 19:04:47, 894 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა იყო სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათივე ცნობით, მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის დამკვირვებლების როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით. ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)