|
2016-05-08 12:54:06, 724 ნახვა
საზოგადოება
ევროპის დღეები დღეს რიყის პარკში გაიხსნება
ევროპის დღეები დღეს რიყის პარკში გაიხსნება და საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში, უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გახსნის დღეს, 8 მაისს, სტარტს აიღებს ევროპული სოფელი, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით მოეწყობა 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორის იქნება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხეც. გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. 9 მაისს გაიმართება სემინარი სახელწოდებით: "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ". სემინარში ჩაერთვებიან მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 10 გამარჯვებული კი, ესტონეთში სასწავლო ვიზიტზე გაემგზავრება. ამ პროექტის განხორციელებისთვის ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ფრიდრიხ ებერტის ფონდს და ესტონეთის საელჩოს. სემინარები მოეწყობა თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. ევროპის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღონისძიება "back to school", რომელიც მაღალი თანამდებობის პირების სკოლებში დაბრუნებას ითვალსიწინებს. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სხვა სახელმწიფო მოხელეები კი, საკუთარ სკოლებში მივლენ და წაიკითხავენ ლექციას: "საქართველოს ევროპული გზა". ევროპის დღეების ფარგლებში პირველად გამოიცემა საქართველო- ევროკავშირის მეგობრობის მარკა. ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით: "მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში". წიგნი ევროკავშირის წარმომადგენლობისა და "კავშირი 21-ე საუკუნის" ერთობლივი პროექტია. პრეზენტაციას სასულიერო პირები დაესწრებიან. "მაქსიმალურად შევეცდებით, ევროპის დღეების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის",-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. ევროპის დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭრით ახორციელებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)