11:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 10:45:35, 1082 ნახვა

სამართალი
თბილისში რამდენიმე პირი „აი-ფი-ეს“-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვის მცდელობისას დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მალხაზ ჩ., 1990 წელს დაბადებული არსენ დ. და 1987 წელს დაბადებული ჯონი ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე „აი-ფი-ეს“-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და აპარატში მოთავსებული 6 593 ლარის, აპარატის მცირე ზომის ფულის ტომრის და ქაღალდის ფულის მიმღები მოწყობილობის მოპარვას ცდილობდნენ.

პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებული თანხა, ტომარა და ფულის მიმღები მოწყობილობა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)",-აცხადებენ შსს-ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics